გია აბესალაშვილი: მამაჩემმა მაშინ მითხრა, ეგენი დაგღუპავენო

გია აბესალაშვილი სუხიშვილების ანსამბლში ცეკვის პერიოდს იხსენებს.
Sputnik

„ჩემთვის საყვარელი გოგო-ბიჭები შევიკრიბეთ და უნივერსიტეტში ცეკვის ანსამბლი შევქმენით“, – იხსენებს გია აბესალაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

გია აბესალაშვილი – კინოსა და თეატრის მსახიობი, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1978-1980 წლებში - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე იყო. 1979-1980 წლებში მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გამნათებლად. 1989 წლიდან „კინომსახიობთა თეატრის" მსახიობია, პარალელურად მუშაობდა სპექტაკლების სცენოგრაფიაზე.