ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 19 ოქტომბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 19 ოქტომბრის პროგნოზზე.
Sputnik

„19 ოქტომბერი ხის ვეფხვის დღეა. დღევანდელი დღე გახლავთ ნეიტრალური დღე, რომელსაც შეუძლია მოგცეთ ბიძგი ჩაფიქრებული საქმეების რეალიზებაში. ამ დღემ შესაძლოა მოიტანოს პრობლემები და გაუგებრობები ზოგიერთ საყოფაცხოვრებო და პირად საქმეში. არ არის სასურველი სახლიდან შორს გამგზავრება, შესაძლოა დაპირისპირება ახლობელ ადამიანებთან, ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად მოთოკოთ თქვენი ემოციები და არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.