ბრიუსელის აეროპორტში 36 ქართველი 15 საათზე მეტია გაფრენას ელოდება

მგზავრები ავიაკომპანიისგან არანაირ ინფორმაციას არ იღებენ.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ავიარეისი, რომელსაც უნდა შეესრულებინა მარშრუტი ბრიუსელი-თბილისი, ტექნიკური გაუმართაობის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავიარეისი ქუთაისი–ბარსელონა თვითმფრინავის გაუმართაობის გამო შეყოვნდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრები უკვე 15 საათზე მეტია რეისს ელოდებიან. მგზავრებიდან 36 ქართველია, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. მათი განცხადებით, ავიაკომპანიისგან მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

"ბარგი გამოგვატანინეს უკან, არ ვიცი რატომ. გაგვიყვანეს ასაფრენი ზოლიდან, დაგვაბრუნეს შემოსასვლელში და ცოტა ხანში ისევ ხელახლა ჩაგვაბარებინეს ბარგი. ეს ჩემოდნები რომ მივიღეთ, იყო დალეწილი, ვერ ვიგებ, რამ დალეწა ეს ჩემოდნები. არავინ არ არის ჩვენი პატრონი აქ", – განუცხადა ტელეარხს ერთ-ერთმა მგზავრმა ირინა აბრამიშვილმა.