„მთაწმინდის პარკმა გამოგვიყო მიწა და დაგვრთო ნება, რომ ავაშენოთ „აზდაკის ბაღი“. მაკეტი დამთავრდება მალე და დავიწყებთ აქციას. ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ დაგვეხმაროს და ერთად ავაშენოთ მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრალური სივრცე“, – ამბობს ბაჩო გაბრუაშვილი.
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი” 2016 წელს დაარსდა. იგი 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აერთიანებს. დასმა დღემდე არაერთი პრემიერა წარადგინა. პირველი სპექტაკლი იყო „ბოშები”, რასაც მოჰყვა „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში”, „კაცია ადამიანი?!” და სხვ.