„კარლმა ცეცხლი დაანთო": საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ქართველ მუსიკოსებთან ერთად დაუკრა

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი ქართულ ჯგუფ „ვაკის პარკთან" და მის ვოკალისტთან, ვოკალურ შოუ The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან ერთად ბათუმში გამართულ კონცერტზე გამოვიდა.

„ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლა ღონისძიების ერთგვარი აპოთეოზი გახდა.

კარლ ჰარცელი დასარტყამ ინსტრუმენტს მიუჯდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საკუთარი შესრულებით და მთლიანად კონცერტით თავადაც მიიღო დიდი სიამოვნება. „მან ცეცხლი დაანთო", – წერია Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეოჩანაწერმა სოციალურ ქსელში პუბლიკის ინტერესი გამოიწვია. „მაგარია", „მოვიხიბლე" – ასე აფასებენ ინტერნეტ-მომხმარებლები კარლ ჰარცელის გამოსვლას.