გრიგოლია: ძალიან კარგი ყოფილა ამ ასაკში სიყვარული

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სიყვარულზე საუბრობს
Sputnik

„მყავს მე ჩემი საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. ადრე სულ ძიებაში ვიყავი. ახლა ვარ ძალიან კარგად. ძალიან კარგი ყოფილა ამ ასაკში სიყვარული. ახლა სიყვარული არ მანერვიულებს, როცა პატარა ვიყავი მანერვიულებდა“, - ამბობს გრიგოლია.

ტელეწამყვანის თქმით, უკვე მესამე წელია ძალიან შეყვარებულია. მის ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელიც მისი თანამოაზრე და ამავე დროს მეგობარიცაა.