თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში ხუთი ქართველი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუსეთის ჰანტი-მანსიისკში 1-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდება, ნათქვამია ფიდეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთში ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ ნანა ძაგნიძე (მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილი), ნინო ბაციაშვილი (16), ლელა ჯავახიშვილი (20), ბელა ხოტენაშვილი (22) და სოფიკო ხუხაშვილი (190).
უკვე ცნობილია ქართველი სპორტსმენების მოწინააღმდეგეების ვინაობა:
ნანა ძაგნიძე - მირანდა ლუანესი (კუბა)
ნინო ბაციაშვილი - ქეთევან არახამია (შოტლანდია)
ლელა ჯავახიშვილი - ჟუ ჟენეერი (ჩინეთი)
ბელა ხოტენაშვილი - პუნგ კიმი (ვიეტნამი)
სოფიკო ხუხაშვილი -ჰაკირა დრონოვალი (ინდოეთი)
მსოფლიო ჩემპიონატში 64 ქალი-მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ნოკაუტ-სისტემის მიხედვით გაიმართება და ფინალის 1/32 სტადიიდან დაიწყება. მოჭადრაკეები ერთმანეთთან ორ პარტიას ითამაშებენ. ფრე ანგარიშის შემთხვევაში გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდება.
ფინალური მატჩი კი ოთხი პარტიიდან და ტაი-ბრეიკიდან შედგება.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თეირანში გაიმართა, ნანა ძაგნიძე მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც დრონოვალისთან ანგარიშით 2,5:1,5 დამარცხდა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჩინეთის წარმომადგენელი ტან ჩჯუნია, რომელმაც უკრაინის წარმომადგენელი ანა მუზიჩუკი ანგარიშით 3,5:2,5 დაამარცხა.