საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რიგაში, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მეოთხე ტურში ლატვიის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:0. იხილეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოგრაფების საუკეთესო ფოტოები მატჩიდან.
რიგაში გოლის ავტორები გახდნენ ჯაბა კანკავა, ვალერიან გვილია და გიორგი ჩაკვეტაძე.
კიდევ ერთი გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა ვადაზე ადრე დაიკავეს პირველი პოზიცია ქვეჯგუფში და გაინაღდეს საგზური უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფში, სადაც მათ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალში გადასვლისთვის ბრძოლა მოუწევთ.
ქვეჯგუფის მეორე მატჩი ყაზახეთსა და ანდორას შორის მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 4:0.