გვარამია: საკუთარ სიცოცხლესაც დავთმობ, რათა ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.
Sputnik

„ყველაფერს გავაკეთებ, „რუსთავი2“-ს კი არა, ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთს გამოვიყენებ, სიცოცხლეს დავთმობ საკუთარს, რომ ადამიანი, რომლის წიგნები და გამონათქვამები ჰააგაში წარდგენილია საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებებად, ვერ გახდეს ქვეყნის პირველი პირი“, – ამბობს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, ის საუბრობს ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულზე, რაც აღა-მაჰმად-ხანმაც კი ვერ მოახერხა.