თბილისში ვიდეო-ჩართვა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება Sputnik საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.
პრესკონფერენციის თემა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბოლო დროს გააქტიურებული საკითხები იქნება: ნატო, თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.
ვიდეო-პრესკონფერენციის მსვლელობისას, მარია ზახაროვა პასუხს გასცემს ქართველი ჟურნალისტების, მოლდოვისა და ესტონეთის მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება Sputnik საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე : თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.
მედიის აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტ: +995555908977.