სიხარულიძე: დავიღალე ჩვენს პარლამენტში ამდენი მახინჯების ყურებით

მსახიობი გივი სიხარულიძე საუბრობს, თუ რატომ უჭერს მხარს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
Sputnik

 

„ბრმა უნდა იყოს კაცი, ყრუ და დეგენერატი, რომ ვერ მიხვდეს, რომ ეს არის სუფთა „ქართული ოცნების“ კანდიდატურა. სწორედ იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ოცნების კანდიდატურაა... მეორეც, დავიღალე ამდენი მახინჯების ყურებით, ჩვენს პარლამენტში რომ არიან  ქალები, ამდენი სიმახინჯე ერთად?! ეს (ზურაბიშვილი - რედ.) სიმპატიური მაინც არის“,-  ამბობს გივი სიხარულიძე.

მსახიობის თქმით, ზურაბიშვილს მხარს კიდევ იმიტომ უჭერს, რომ ნინო ნიკოლაძის შვილიშვილია და შეწირულია თავისი სამშობლოს სიყვარულს.