ფენშუის სპეციალისტის რჩევები - 15 ოქტომბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 15 ოქტომბრის პროგნოზზე.
Sputnik

„15 ოქტომბერი ლითონის დრაკონის დღეა. გირჩევთ დღევანდელ დღეს შეზღუდოთ ნებისმიერი აქტიური მოქმედებები და საქმიანობები და დაელოდოთ სანამ ის ჩაივლის. რადგანაც ნებისმიერი საქმე და ქმედება დასრულდება ფიასკოთი. ნუ იშოფინგებთ, რადგანაც შეძენილი ნივთი შესაძლოა აღმოჩნდეს გამოუსადეგარი ან დაზიანებული. ერთადერთი რაც დასაშვებია ფიზიკური ობიექტების ნგრევა გახლავთ“ - აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა ძაღლის წელს დაბადებული ადამიანებისთვის.