ბრიტანულმა ჟურნალმა თბილისს ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი უწოდა

ჟურნალი მკითხველს უამბობს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ჟურნალი მოგზაურობის შესახებ Conde Nast Traveler აქვეყნებს სტატიას თბილისის შესახებ და დედაქალაქს ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქალაქს უწოდებს.

გამოცემის ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მოგზაურობდა და თავისი შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა.

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა

„დღეს ევროპაში არც ერთი ქალაქი არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც თბილისია. ეს ქალაქი, რომელიც აზიის საზღვარზე მდებარეობს, გამოირჩევა წარსულით, მრავალფეროვნებითა და უსასრულო ენერგიით", - წერს ბარტონი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, კერძოდ, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და, რა თქმა უნდა, ქართული კერძები.

ჟურნალისტი ასევე საუბრობს ძველ თბილისზე - აბანოთუბანზე, გოგირდის აბანოებზე, დედაქალაქის დაარსების ლეგენდაზე.

Conde Nast Traveler-ს მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ჰყავს. გამოცემას Facebook-ზე ორ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო Twitter-ზე - 3,3 მილიონზე მეტი.