„სასმელი ბოლომდე დავცალეთ“ - ქსენია სობჩაკის და სვეტლანა ბონდარჩუკის ქართული უქმეები

რუსმა სელებრითებმა „სვეტური ტუსოვკისთვის“ საქართველოს კურორტი შეარჩიეს
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსი პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ქსენია სობჩაკი და მოსკოვის ჟურნალ Hello!-ს მთავარი რედაქტორი სვეტლანა ბონდარჩუკი საქართველოს ესტუმრნენ.

საბაბი - წვეულებაა, რომელიც საფინასო ჯგუფ „მომავალის“ ხელმძღვანელის, მარინა რუდნევას დაბადების დღესთან დაკავშირებით კახეთში, ლოპოტას ტბაზე გაიმართა.

წვეულებაზე ასევე კინორეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალი შეყვარებული ნადეჟდა ობოლენცევა შეამჩნიეს.



საზოგადოებატურიზმი საქართველოშისაქართველო