ჯემალ ჭკუასელი: „ანზორ ერქომაიშვილმა მითხრა: გაგიჟდი ძამა, რაფერ იზამ მაგას ერთ დღეშიო?“

ჯემალ ჭკუასელი იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც დავით ჭკუასელის ოჯახში იყო მიპატიჟებული და ამისთვის ურთულესი სიმღერის სწავლა მოუწია.
Sputnik

„ხასანბეგურას სხვადასხვა ვარიანტები არსებობს და მე მისი ხუთი მობრუნება ერთ ღამეში ვისწავლე“- ამბობს ჯემალ ჭკუასელი სატელევიზიო გადაცემაში.

ჯემალ ჭკუასელი - მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო. 1979-1986 წლებში- ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 2015 წელს მიენიჭა "ხელოვნების ქურუმის" წოდება. 2016 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.