სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იემენის ორი მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულები ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთას
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს,  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.