თბილისის მოძრაობის თეატრი ერევანში ფესტივალზე სპექტაკლ „ქარიშხალს“ აჩვენებს

მანამდე ფესტივალზე საქართველოს რუსთაველის თეატრი წარმოადგენდა
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. კახა ბაკურაძის თბილისის მოძრაობის თეატრს 2018 წლის 4 ნოემბერს ერევანში მიაქვს სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს მთელი მსოფლიოს თეატრები წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე, რომელიც ორ წელიწადში ორჯერ ტარდება, საქართველოს მანამდე წარმოდგენდა რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუა სპექტაკლით „იულიუს კეისარი“.

თბილისში სცენოგრაფიის ბიენალეზე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები შეიკრიბებიან

„ჩვენთვის დიდი პატივია შექსპირის ფესტივალზე შექსპირის ბოლო პიესის თამაში. წელს „ქარიშხალი“ გასტროლზე უკვე მეორედ მიგვაქვს. ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ წარმატებული სპექტაკლია. დანარჩენს მაყურებელი ნახავს“, - აცხადებს რეჟისორი იოსებ ბაკურაძე.

დადგმის მუსიკის ავტორია ახალგაზრდა მუსიკოსი და კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე. წარმოდგენაში მაყურებელი იხილავს ლაშა რობაქიძის ქორეოგრაფიას და კახა ბაკურაძის სცენოგრაფის.

დადგმაში მონაწილეობენ ანი თალაკვაძე, ლაშა რობაქიძე, ბექა გარსევანიშვილი, მიხეილ ზაკაიძე, ლევან ქარჩილაძე, თათა თავდიშვილი, ნიკოლოზ გოგგგიძე და უჩა მჟავია.

უქმეები თბილისში: მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს +18 >>

შექსპირის ფესტივალი ატარებს გამოჩენილი სომეხი მსახიობი ვაგრამ პაპაზიანის სახელს, რომელიც შექსპირის როლების ბრწყინვალე შესრულებით იყო განთქმული. სპექტაკლები ტარდება სუნდუკიანის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ფესტივალი ერევანში 2003 წელს დაარსდა.