რეზო გიგინეიშვილმა თბილისში ახალი შეყვარებული ჩამოიყვანა

კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ნადეჟდა ობოლენცევას „ქართული არდადეგები“ მოუწყო
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ცნობილი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი თბილისში ახალ შეყვარებულთან - 35 წლის ნადეჟდა ობოლენცევასთან ერთად ჩამოვიდა.

ობოლენცევასთან რომანის შესახებ რეჟისორმა ოფიციალურად ამ წლის ზაფხულში განაცხადა.

წყვილი თბილისში მოინახულა რამდენიმე პოპულარული ადგილი: ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, კაფე Stamba, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი და თეატრის კაფე, ასევე საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების“ რეპეტიციას დაესწრნენ.

რეზომ და ნადიამ დაისვენეს ანანურში, ყაზბეგში, გუდაურში, მოინახულეს გერგეტის ტაძარი და სხვა ლამაზი ადგილები.

საქართველოში ასევე სტუმრობს რეზო გიგინეიშვილის ვაჟი ივანი, რომელიც მას ნადეჟდა მიხალკოვასთან პირველ ქორწინებაში შეეძინა.

ნადეჟდა ობოლენცევა მოსკოველია, ინტელექტუალური კლუბ „418“-ის თანადამფუძნებელია. დაამთავრა ჟურნალისტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტები. ორჯერ იყო გათხოვილი, ორივეჯერ - მილიონერ ბიზნესმენზე.

რეზო ნადეჟდას ცხოვრებაში პირველი ქართველი არ არის. მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო მოციგურავე ანტონ სიხარულიძე.