საქართველოში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს

Sputnik

საქართველოში საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა აღნიშნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დღესასწაულის ამსახველი სურათები

ტრადიციული საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება, მცხეთას ეძღვნება - საქართველოს ისტორიულ დედაქალაქს. ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძარი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის ცენტრად იქცევა, სადაც მორწმუნეები დილიდან მიდიან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორის ლიტურგიაზე დასასწრებად.

1 / 15
რელიგიური დღესასწაული სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება
2 / 15
დღესასწაული ქალაქ მცხეთას ეძღვნება
3 / 15
დღესასწაულის აღნიშვნის ცენტრი ტრადიციულად ქალაქი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარი იყო
4 / 15
დილიდან ტაძარში ილია მეორე ღვთისმსახურებას აღავლენდა
5 / 15
ღვთისმსახურებას ესწრებოდა უამრავი ადამიანი
6 / 15
ამ დროს ქალაქი სადღესასწაულო ზეიმის ცენტრად იქცა
7 / 15
მცხეთელებისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის მრავალი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
8 / 15
საბავშვო ანსამბლებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და იცეკვეს
9 / 15
გაიმართა "მცხეთის საპატიო მოქალაქე 2018-ის ლაურეატთა" დაჯილდოება
10 / 15
დაგეგმილი იყო სპორტული ღონისძიებებიც
11 / 15
ასევე იყიდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან
12 / 15
მცხეთაში ასევე გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობა
13 / 15
ბავშვებისათვის ფუნქციონირებდა გასართობ-შემეცნებითი კუთხე. სპეციალურად მათთვის გაიმართა სპექტაკლი "მუსიკალური ცისარტყელა"
14 / 15
ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა
15 / 15
დღესასწაულის კულმინაცია იყო ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლი "ერისიონის" გალა-კონცერტი. დღე კი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა