საქართველომ ანდორა დაამარცხა: მატჩის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისშ ანდორის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3:0. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში შეხვედრის საუკეთესო სურათები

"დინამო არენაზე" გაიმართა უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველოს და ანდორას ნაკრებებს შორის. ქართულმა გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ადგილი გაიმყარა "D ლიგის" პირველ ჯგუფში. საქართველოს ნაკრების აქტივში უკვე 9 ქულაა. ჯგუფის დანარჩენ სამ გუნდს 2-2 ქულა აქვთ. ჯგუფიდან გასასვლელად ქართულ ნაკრებს  კიდევ სამი ქულის დაგროვება ჭირდებათ.

1 / 14
მატჩი საქართველოს და ანდორის ნაკრებებს შორის ძირითადად სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა
2 / 14
საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში სარგებლობდა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით. ფოტოზე - ანდორელი ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილის შეტევის მოგერიებას ცდილობენ
3 / 14
მატჩის განმავლობაში ვაკო ყაზაიშვილმა მრავალი შეტევის შედეგად ორი გოლი გაიტანა
4 / 14
პირველი გოლი ანდორის კარში ყაზაიშვილმა პირველი ტაიმის 33-ე წუთზე გაიტანა
5 / 14
თუმცა ამის შემდეგ ანდორის კარზე თავდასხმა არ შეწყვეტილა. ფოტოზე - გიორგი ნავალოვსკი შეტევის დროს
6 / 14
ანდორელი ფეხბურთელები მთელი ძალით იცავდნენ თავს. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე მეტოქის კარს უტევს
7 / 14
ქართველი ფეხბურთელების გამუდმებული შეტევების შედეგად მეორე ტაიმის მიწურულს სტუმრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ფოტოზე - ვაკო ყაზაიშვილმა 84-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა
8 / 14
ტრიბუნებზე მაყურებლების სასიხარულო შეძახილები არ წყდებოდა
9 / 14
ვაკო ყაზაიშვილის ტრიუმფი მთელმა ქვეყანამ აღნიშნა. ფოტოზე - ვაკო ყაზაიშვილი მეორე გოლის გატანის შემდეგ
10 / 14
მატჩის საბოლოო გოლი კი ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტამა
11 / 14
ანდორის კარში გატანილმა მესამე გოლმა საქართველოს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა
12 / 14
ანდორის ნაკრებზე გამარჯვების შედეგად ქართულ გუნდს აქტივში ცხრა ქულა დაუგროვდა. ფოტოზე - ჯაბა კანკავა ნაკრების წევრებთან ერთად გოლის გატანას აღნიშნავს
13 / 14
ანდორის ნაკრებს აქტივში მხოლოდ ორი ქულა აქვს. ამდენივე აქვთ ლატვიისა და ყაზახეთის გუნდებს. ფოტოზე - ანდორის მეკარე მესამე გაშვებული გოლის შემდეგ
14 / 14
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ მომენტისათვის ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერად მიიჩნევა, წინ სერიოზული ბრძოლა ელის. შემდეგი თამაში ლატვიის ნაკრებთან იქნება