სიღნაღში ექვსი ბინის გაქურდვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა ის ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. სიღნაღში სამართალდამცველებმა ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი  დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

45 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც  ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან ასევე აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი ხუთი საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის ორი სანადირო თოფი.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.