„ბოლო არჩევნები რომ გავიხსენოთ, იყო ციხის კადრები და ამ კადრებმა მოიგო არჩევნები, შემდეგი არჩევნები იყო ციხის კადრებზე გადაღებული სერიალი და კიდევ ერთხელ მოიგო არჩევნები. იგივე სცენარი აღარ წავიდა და რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინათ. ამომრჩეველში დარჩენილია რაღაც დოზით შიში, სიძულვილი, ცუდი მოგონებები წინა ხელისუფლების მიმართ და მმართველი გუნდიც იყენებს ამას“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა ტელეარხ „TV პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“.
აქტივისტის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებისგან შედეგი და წინსვლა მოითხოვონ, სამწუხაროდ, მოსახლეობას პური და სანახაობა ჰყოფნის.