კიკნაძე: ფიროსმანის ეს ნამუშევრები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა გამოფენილი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ ექსპოზიციაზე საუბრობს.
Sputnik

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 9 ოქტომბრიდან განახლდა ნიკო ფიროსმანაშვილის არსებული ექსპოზიცია. ექსპოზიცია აბსოლუტურად შეიცვალა და დარჩა მხოლოდ ორი სურათი, რაც მანამდე იყო გამოფენილი. ეს არის „თბილისის ფუნიკულიორი“ და „მეთევზე“. დანარჩენი ნამუშევრები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა გამოფენილი“, – ამბობს ეკა კიკნაძე.

კიკნაძის განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილია „გიორგობა ბოლნისში", „კრწანისი", „თეთრი დათვი ბელებით", „გლეხის ქალი ბავშვებით", „ხუთი თავადის ქეიფი", „მუშა ტიკით" და „მუშა კასრით", „თეთრი დუქანი", „მზარეული“, „ორთაჭალის ტურფა“ და სხვ. გამოფენაზე სულ 24 სურათია წარმოდგენილი.