ხანძრი ელიავას ბაზრობაზე – იწვის ხის საამქრო

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა
Sputnik

თბილისი,  11 ოქტომბერი  — Sputnik.  თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე  ელიავას ბაზრობაზე ხის გადამამუშავებელ  საამქროში ხანძარია, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საამქროში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე  რვა სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.