ხანძარი ელიავაზე: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხის საამქროში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ხანძრის ლიკვიდაციაში მეხანძრე-მაშველთა 17 ბრიგადა მონაწილეობდა. ბაზრის ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მოკვლევა. ხანძარმა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობი დააზიანა.

1 / 14
ხანძრის ლიკვიდაციაში მეხანძრე-მაშველთა 17 ბრიგადა და ათი ერთეული სპეცტექნიკა მონაწილეობდა
2 / 14
აალება დილით ადრე მოხდა
3 / 14
ხანძარი მიმდებარე შენობებზეც გადავიდა და დიდი ტერიტორია მოიცვა
4 / 14
ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხანძარი მეტად არ გავრცელებულიყო
5 / 14
მიუხედავად ამისა, ხანძარმა მაინც დააზიანა 800 კვადრატული მეტრის ფართობი
6 / 14
თუმცა, ბაზრობის ტერიტორიაზე მრავლადაა ადვილად აალებადი მასალები, რის გამოც ხანძრის უფრო მეტად გავრცელების საფთხეც იყო
7 / 14
ხანძართან ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
8 / 14
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია
9 / 14
ხის გადამამუშავებელი ობიექტების მეპატრონეები ზარალს ითვლიან
10 / 14
გამომძიებლები აალების მიზეზებს ადგენენ
11 / 14
ბოლო წლების განმავლობაში ელიავას ბაზრობაზე არაერთი ხანძარი გაჩენილა
12 / 14
ადრე რამდენიმე ხანძრის შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე დაიწვა ობიექტები, სადაც ვაჭრობდნენ ავტომობილების ნაწილებითა და სამშენებლო მასალებით
13 / 14
ელიავას ბაზრობაზე არაერთი ობიექტი ვაჭრობს ადვილად აალებადი მასალებით, ამიტომ ხანძრის ჩაქრობა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული
14 / 14
ბაზრის ტერიტორიის დიდ ნაწილზე არ არის ხანძრის ჩამქრობი თანამედროვე სისტემა, ამიტომ აალების შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ მუშაობაზე