ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლიკვიდირებულია

მეხანძრეები ცეცხლს დილის ხუთი საათიდან ებრძოდნენ.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროში ხანძარი ჩააქრეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საამქროში ხანძარი დილით ადრე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 17 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლიკვიდირებულია

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრეები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.