თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემა 43 ქვეყნის 59 უბანზე შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩევლებმა ქვეყნის მეთაური 25 კანდიდატს შორის უნდა შეარჩიონ.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს რეგისტრაცია 8 ოქტომბრამდე უნდა გაევლოთ საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებში.
ყველაზე მეტი – ექვსი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში, შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, გერმანია, თურქეთი და უკრაინა – ამ ქვეყნებში სამ–სამი უბანი გაიხსნება.
საარჩევნო კომისიები უცხოეთში უკვე ჩამოყალიბებულია და ისინი უკვე მართავენ პირველ სხდომებს.
ქვეყნები, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნება:
- ავსტრია – 1 უბანი
- აზერბაიჯანი – 3
- სომხეთი – 1
- ბელარუსი – 1
- ბელგია – 1
- ბულგარეთი – 1
- დიდი ბრიტანეთი – 1
- უნგრეთი – 1
- გერმანია – 3
- საბერძნეთი – 6
- დანია – 1
- ეგვიპტე – 1
- ესპანეთი – 2
- ირლანდია – 1
- ისრაელი – 1
- იტალია – 1
- იორდანია – 1
- კანადა – 1
- კვიპროსი – 1
- ქუვეითი – 1
- ყაზახეთი – 1
- კატარი – 1
- ჩინეთი – 1
- ლატვია – 1
- ლიტვა – 1
- მოლდოვა – 1
- ნიდერლანდები – 1
- ნორვეგია – 1
- პოლონეთი – 1
- პორტუგალია – 1
- სლოვაკეთი – 1
- აშშ – 3
- თურქეთი – 3
- უზბეკეთი – 1
- უკრაინა – 3
- საფრანგეთი – 1
- ფინეთი – 1
- ჩეხეთი – 1
- შვედეთი – 1
- შვეიცარია – 1
- ესტონეთი – 1
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 1
- იაპონია – 1