პოლიციამ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობის ფაქტი გამოავლინა

დაუდგენელი პირები მილსადენიდან ნავთობის მოპარვას სპეციალური მოწყობილობით ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აჭარაში ეკლესიისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა მილსადენზე შესაბამისი მოწყობილობა დაამაგრეს და ნავთობის მოსაპარად ემზადებოდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ჯარიმით ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.