„სამწუხაროდ, ორივე მხრიდან ხდება ხოლმე ღალატის ფაქტი. მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. ხანდახან თავადაც ვერ ხვდებიან ადამიანები რატომ ხდება ასე. შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგჯერ გარედან ჩანს, რომ წყვილი შესაფერისია, თუმცა არავინ იცის ვის რა ტემპერამენტი აქვს, ვის რა მოთხოვნილებები გააჩნია ინტიმურ ცხოვრებაში, ვის როგორ წარმოუდგენია თავისი ინტიმური ცხოვრება“, – ამბობს ინგა ბლესი.
ფსიქოლოგის განცხადებით, ღალატი იდეალურ ურთიერთობებშიც კი ჩნდება. ამ დროს პარტნიორები არიან გაუცხოებული. თითქოს ფიზიკურად ერთად არიან, მაგრამ თავისი აზრებით სხვაგან დაფრინავენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ინტიმზე უარის თქმა, სურვილის დაკარგვა და ღალატი.