ყვარელში მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი გადაწვა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავდა
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა სახლს ცეცხლი იმ დროს წაუკიდა, როდესაც შვილი, რძალი და შვილიშვილი სახლში არ იმყოფებოდნენ.

ხანძრი ელიავას ბაზრობაზე – იწვის ხის საამქრო

მეზობლების განცხადებით, მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ჰქონდა და, სავარაუდოდ, ეს გახდა სახლის გადაწვის მიზეზი.

ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობდა, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, ორსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.