ზუგდიდში 12 წლის მოზარდი ავტომობილის დაჯახების შედეგად დაიღუპა

ავტოავარია სოფელ ჭითაწყარში მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდი–სენაკის გზაზე, სოფელ ჭითაწყარში 12 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოავარია თბილისში ტრაგიკული შედეგით დასრულდა

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბიჭი გზაზე გადარბოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა ადგილზე, მაგრამ ბიჭის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ის გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტომობილის მძღოლი თავად ჩაბარდა პოლიციას. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქართველოში იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 2,3 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა (+12%). აქედან ფატალური შედეგით 199 შემთხვევა დასრულდა.