„სხვა კანდიდატებმა მოიკითხონ თავიანთ ბიოგრაფიებში, რამხელა შავი წერტილები აქვთ. ქალბატონი სალომე, მგონი, ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად და ამით სპეკულირებს. ნიკო ნიკოლაძე თუ მისცემდა საქართველოში ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც 1990 წლიდან 2003 წლამდე ვერ მოიცალა დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურისთვის?!“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე უარესია, რადგან ის პრეზიდენტად სააკაშვილს გვთავაზობს და მის შეწყალებასა და ჩამოყვანას აპირებს.