სიყვარულის კუნძული შემოდგომის ფერებში: ხავერდოვანი სეზონი კრეტაზე

Sputnik

საბერძნეთის ყველაზე დიდი და იდუმალი კუნძული კრეტა მრავალი ცნობილი ლეგენდის მატარებელია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს ხავერდოვანი სეზონი კრეტაზე.

საბერძნეთის კუნძული კრეტა მიიჩნევა ზევსის სამშობლოდ და ადგილად, სადაც, ლეგენდის მიხედვით, ცხოვრობდა მინოტავრი. 2018 წლის ზაფხულში კრეტამ პოპულარობით გადაუსწრო როდოსსა და კოსს. კუნძული არც შემოდგომაზე უჩივის დამსვენებლების რაოდენობას, რომელთა უმეტესობას ფასები იზიდავს. ამ სეზონზე დასვენება ზაფხულის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-ით იაფი ჯდება.

1 / 12
ვულიზმენის ტბაზე ყოველთვის დადიოდა ლეგენდები. ძველბერდძნული მითის თანახმად, აქ ბანაობდა ქალღმერთი ათენა. დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივებს ეგონათ, რომ ტბას არ ქონდა ფსკერი. ცნობილი წყალქვეშა მკვლევარი ჟაკ კუსტო სპეციალურად ტბის გამოსაკვლევად ჩავიდა ქალაქ აიოს-ნიკოლაოსში. ტბას წრიული ფორმა აქვს, რომლის დიამეტრიც 137 მეტრია, სიღრმე კი - 64 მეტრი
2 / 12
ელუნდა - სოფელი კრეტას აღმოსავლეთ ნაწილში. ადრე ამ ადგილზე ძველბერძნული პორტი იყო, რომელიც მოგვიანებით რომაულმა პორტმა ოლუსმა ჩაანაცვლა
3 / 12
მალია ჰერაკლიონიდან 34 კილომეტრშია, სადაც უძველესი ტაძრებია განთავსებული
4 / 12
მალიაში ტრანსპორტის ქირაობა ყველგანაა შესაძლებელი. სოფელი ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში
5 / 12
კრეტას ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა კნოსის სასახლე, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით 1700 წელს აიგო. ლეგენდის თანახმად, კნოსის სასახლეს უამრავი ლაბირინთი ქონდა
6 / 12
კნოსის სასახლის ნანგრევებში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ სამეფო ტახტის დარბაზი, ასევე დასავლეთ ნაწილი, რომელიც ცერემონიებისთვის იყოს განკუთვნილი, ასევე უამრავი სხვა დარბაზი, კიბეები, გალერეები და დერეფნები
7 / 12
ტურისტების უმეტესობა კნოსის სასახლის ფორმის მაგნიტებსა და ბარათებს არჩევს სუვენირებს შორის
8 / 12
ოქტომბერში კრეტაზე თბილა. სტატისტიკურად კუნძულზე მხოლოდ ოთხი წვიმიანი ამინდია, ქარბუქი კი განსაკუთრებით იშვიათი მოვლენაა
9 / 12
ვაის ეროვნულ პარკს ხშირად უწოდებენ პალმების ჭალას. ის განთავსებულია კრეტას აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სიტიასთან ახლოს. ერთ-ერთი ვერსიით, ტყე ფინიკიელებმა დარგეს, სხვა ვერსიით - არაბმა მეკობრეებმა
10 / 12
ქალაქი მალიას სანაპიროები ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობი ადგილი - აქ მოდის ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდობა
11 / 12
წლის ნერბისმიერ დროს კრეტა შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად
12 / 12
კრეტას სამი ზღვა არტყავს გარსს: იონიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვები. მზის ამოსვლა და ჩასვლა აქ მრავალფეროვანია, რაც აუცილებლად სანახავია