ტექნიკური წაგება: საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შეხვედრაზე დააგვიანა

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ნაკრების თამაშზე გამოუცხადებლობის მიზეზი ტრანსპორტით გადატვირთული გზა იყო.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც მონაწილეობს, ქართველი სპორტსმენები სლოვენიის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გამოცხადდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ქართველი კალათბურთელი ესპანეთში საუკეთესოდ დაასახელეს

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ კალათბურთელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს ნაკრების თამაშზე გამოუცხადებლობის მიზეზი ტრანსპორტით გადატვირთული გზა იყო.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განმარტა, ქართველ კალათბურთელებს ავტობუსზე დააგვიანდათ. 

„ძალიან შორს არის ოლიმპიური სოფელი იმ ადგილიდან, სადაც თამაშები იმართება... რადგან სამუშაო დღეების გამო ტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთული იყო, ავტობუსიც გრაფიკით დადის. ჩვენმა კალათბურთელებმა ეს ვერ განსაზღვრეს“, - განაცხადა ხაბელოვმა.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა იორდანიასთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით 24:4 დაამარცხა მეტოქე.