სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში: ზურაბიშვილმა „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა

როგორც ჩანს, ზურაბიშვილის სესხის დაფარვა გადასახადების გადამხდელებს მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკიდან „ქართუ“ წინასაარჩევნოდ მილიონი ლარი ისესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით. 

ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სალომე ზურაბიშვილის მომხრეების შევიწროებისკენ მოუწოდებს

ტელეარხის განცხადებით, ამ დროისათვის უცნობია, რა ვადით აიღო სესხი საპრეზიდენტო კანდიდატმა, გადაიხდის თუ არა სესხის პროცენტს და რა რაოდენობის იქნება ეს თანხა, ვინაიდან კანდიდატს ოფიციალურ დოკუმენტაციაში ეს მონაცემები მითითებული არ აქვს.

გარდა ამისა, „რუსთავი 2“ განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს და, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ზურაბიშვილის სესხის დაფარვა გადასახადების გადამხდელებს მოუწიოთ.

ტელეკომპანია საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ამგვარ ხერხს მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს, როდესაც ივანიშვილის ბანკიდან 1 მლნ ლარი ისესხა ოთხი თვის ვადით, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 11% იყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, 28 ოქტომბერსაა დანიშნული.

G
M
T
      
Звуковая функция ограничена 200 символами