ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 9 ოქტომბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 9 ოქტომბრის პროგნოზზე.
Sputnik

„9 ოქტომბერი ხის ძაღლის დღეა. სასიკეთოდ ჩაივლის სამსახურებრივი ინტერვიუ მათთვის, ვისაც სურს ახალი საქმიანობის დაწყება. სასიკეთო დღეა საბუთების შესატანად ქორწინების რეგისტრაციისთვის, დიპლომის დასაცავად და ტესტირებისთვის. გირჩევთ დღევანდელი საღამო გაატაროთ მეგობრების კომპანიაში, დღეს ნუ გასცემთ ფულს და ნუ აიღებთ სესხს“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.