ჩხოროწყუში ხანძარმა 80 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

როგორც „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დღეს, დილით მოხდა. ხანძარი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, დაიწვა დაახლოებით 140 კვადრატული მეტრი ფართობი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო–სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“) და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.