რუსი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ოქტომბერში ესტუმრება

ზვიაგინცევი თბილისს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები" ფარგლებში ეწვევა.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 22-24 ოქტომბერს ეწვევა ანდრეი ზვიაგინცევი - ცნობილი რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი და კანის ფესტივალის ლაურეატი, ორჯერ „ოსკარის" ნომინანტი ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

ახალი რუსული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი თბილისს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები" ფარგლებში ეწვევა. პროექტის მიზანია საქართველოში 21-ე საუკუნის კინოენის ფორმების დანერგვა და განვითარება.

„ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა, ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის „დაბრუნება" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ფილმები „ელენა", „ლევიათანი", „უსიყვარულოდ" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამერიკელი კინორეჟისორი დარენ არონოფსკი საქართველოს ეწვია

ზვიაგინცევი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მასტერ-კლასს 22 და 23 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩაატარებს. სამუშაო ენაა რუსული ქართული თარგმანით.

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება ფილმის „უსიყვარულოდ" რეჟისორული ვერსიის ჩვენება. ჩვენების შემდეგ აუდიტორიას ელოდება ღია დისკუსია ავტორთან.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. ამისთვის მსურველებმა 19 ოქტომბერს ონლაინ-ფორმა უნდა შეავსონ.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების Facebook-გვერდზე.