თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ, როდესაც ის ვატიკანში ბრუნდებოდა, ფეხი წამოკრა და წაიქცა, აცნობა ჟურნალისტებს ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გრეგ ბერკმა.
ბერკმა იქვე განუმარტა მედიას, რომ პაპი არ დაშავებულა.
„დამშვიდდით. ის მაშინვე წამოდგა და თავს კარგად გრძნობს“, — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინციდენტი მოხდა 2016 წლის ივლისშიც, როდესაც პაპი ფრანცისკე პოლონეთში მოგზაურობდა, სადაც ის პოლონეთის გაქრისტიანებიდან 1050 წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო მესას ესწრებოდა.
მაშინ პაპმა საფეხური ვერ შენიშნა, ფეხი წამოკრა და წაიქცა. ფრანცისკეს წამოდგომაში ღვთისმსახურები მიეშველნენ, რაც კამერების ობიექტივშიც მოხვდა. თუმცა ინციდენტს მესის მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლია.