„როგორ გავხდე ქართველი" – საქართველოში დოკუმენტურ ფილმს იღებენ

სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიის, რადიკალურად განსხვავებული ტრადიციებისა და კულტურების წარმომადგენლებზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. რეჟისორი ნათია არაბული-ვეგერი და კომპანია ABC Film Studio კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს „როგორ გავხდე ქართველი". 

„მე აუცილებლად დავბრუნდები": რა მოეწონა ჯერემი კლარკსონს საქართველოში

„როგორ გავხდე ქართველი" - ეს არის ისტორია ახალგაზრდა უცხოელ მუსიკოსებზე, რომლებიც საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ: მელანი გერმანიიდანაა, ანა – ისრაელიდან, ბენი – აშშ-დან, ხოლო ფარსა, ასტრე და მისი მეუღლე შიო ირანიდან არიან.

„ერთი თაობის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიის, რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და კულტურების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში. ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით ფილმის გმირები მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი, პროდიუსერი კი ჯეჯეა.

დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი პირველი სცენის გადაღებები თბილისში გაიმართა, 10 ოქტომბერს კი გადამღები ჯგუფი მუშაობას სადახლოში გააგრძელებს.