„თვითმკვლელობამდე ჩემმა შვილმა ყველა მეგობარს მისწერა, რომ მათთან მეგობრობა აღარ სურდა, რომ მას სხვა მეგობრები ჰყავდა. სავარაუდოდ, ეს იყვნენ ავადსახსენებელი მენტორები, რომლებმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. საქართველოში ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმი ის იყო, რომ ბავშვები თამაშობდნენ რუსულ ენაზე. მე ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, როდესაც ბავშვები და მშობლები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მენტორები არიან ქართველები. ანუ ბავშვებთან უკვე ქართულად კომუნიკაცია ხდება“, – ამბობს ბერძენიშვილი.
ნანა ბერძენიშვილი მოუწოდებს მშობლებს, მეტი დრო დაუთმონ შვილებს, აკონტროლონ, თუ რა კომპიუტერულ თამაშს თამაშობს და ვის ეკონტაქტება ინტერნეტში.