ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 8 ოქტომბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 8 ოქტომბრის პროგნოზზე.
Sputnik

„8 ოქტომბერი წყლის მამლის დღეა. საუკეთესო დღე გახლავთ საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და სამომავლო საქმიანი პროექტების განსახილველად. არასასურველი დღეა დღესასწაულების მოსაწყობად. უმჯობესია დღევანდელ დღეს მხოლოდ მათი დაგეგმვით შემოიფარგლოთ. დღეს არ გირჩევთ პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.