„გასულ წელს გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა გამოფენა-გაყიდვა. მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე წელი იყო, ბევრი ნეგატივი იყო დაგროვილი, ამიტომ მინდოდა ჟანგბადი, ჰაერი, გამჭვირვალობა, პოზიტივი ყოფილიყო ჩემ გამოფენაზე“, – ამბობს დედა სიდონია.
დედა სიდონია (ნატალია ყაჭიაშვილი) 17 წლის იყო, როდესაც პირველად მივიდა სამთავროს დედათა მონასტერში, რის შემდეგაც თავისი ცხოვრება დედა ეკლესიას დაუკავშირა. უკვე წლებია დედა სიდონია ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის.