ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები

გვირაბი რუსეთის საზღვართან, ახალი შემოვლითი გზა აჭარაში და უსაფრთხო გზის მონაკვეთი თბილისთან – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებული პროექტებისა.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წელს ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს – 1,8 მილიარდ ლარზე მეტი. ფული, ძირითადად, ტურისტული და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა ანგარიში ცხრა თვის მანძილზე თავისი მიღწევების შესახებ და თავის Facebook–გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო პროექტების ჩამონათვალით.

გვირაბი რუსეთის საზღვართან

საქართველო–რუსეთის საზღვართან დასრულდა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური მშენებლობა – მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 132–135 კილომეტრზე აშენდა 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბი. მისი სავალი ნაწილის სიგანე 8,5 მეტრია.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მთლიანად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან – დაახლოებით 51,9 მლნ ლარი.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა ერთ–ერთი ყველაზე საშიში გზაა საქართველოში. რთული კლიმატური პირობების გამო, მაგალითად, მეწყერი, ზვავსაშიშროება, ის ხშირად იკეტება და პრობლემებს უქმნის ადამიანებს, ასევე ტვირთების გადამზიდავებს.

შემოვლითი გზა აჭარაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასრულებული პროექტია შემოვლითი გზა ქობულეთში.

ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები

31,7 კილომეტრი სიგრძის გზა თბილიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20–30 წუთით ამცირებს. ახალ გზაზე ორი გვირაბი და 15 ხიდია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი – დაახლოებით 1,2 ათასი მეტრი.

პროექტი დააფინანსა აზიის განვითარების ბანკმა. მისი ღირებულებაა 209,8 მილიონ ლარზე მეტი.

უსაფრთხო გზა თბილისთან

დასრულებულ პროექტებს შორისაა ტრაგიკულად ცნობილი წყნეთი–ბეთანიის ოთხკილომეტრიანი გზა.

ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები

გზის ამ მონაკვეთზე 2015 წელს მეწყერმა ჩაკეტა მდინარე ვერე და ამის შედეგად თბილისში დიდი წყალდიდობა მოხდა, რომელმაც შეიწირა ადამიანების სიცოცხლე.

ახალი გზა იმგვარი ტექნოლოგიებით აშენდა, რომ ამ მონაკვეთზე მსგავსი ინციდენტების გამეორება უნდა გამოირიცხოს.

გზის დაპროექტებისა და აღდგენის თანხა 30 მილიონ ლარს ჭარბობს. სახსრები ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო.

ფოლკლორული ცენტრი ოზურგეთში

გზების შენებლობის გარდა, რეგიონული განვითარების სამინისტრო ქალაქების განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიმართულებით პროექტებითაც არის დაკავებული.

„დაუბრუნდი შენს ფუძეს“: ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში

ქალაქ ოზურგეთში 2018 წელს დასრულდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობის რემონტი.

ფოლკლორის ცენტრში შეიქმნა არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია, რომლით სარგებლობა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია.

რემონტი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 1,6 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.

თელავის მუზეუმი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის იყო თელავის ისტორიული მუზეუმისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები

მუზეუმის რემონტი და კეთილმოწყობა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით წარიმართა.