უიღბლო „მასტერ-კლასი“ კაკლის მტვრევაში - გირჩევთ, არ მიბაძოთ

„მასტერ-კლასის“ დროს მომხდარმა კაზუსმა ფრიად გაახალისა მისი მონაწილეები და დარწმუნებულები ვართ, თქვენც გახალისდებით, ოღონდ არ მიბაძოთ.
Sputnik

როცა საჭირო ხელსაწყო არ გაქვთ, არსებობს კაკლის მტვრევის არაერთი ხერხი: ქვით, ჩაქუჩით, ქვასანაყის ქვით, კარსა და ჩარჩოს შუაში მოყოლებით...

აშკარად არაფხიზელი უცხოელი მამაკაცი კი, რომელიც ამ ვიდეოზეა აღბეჭდილი, როგორც ჩანს, ცდილობს, ფეხით დაამტვრიოს კაკალი, მაგრამ საჩვენებელი გამოსვლა მარცხით მთავრდება. კაზუსმა ფრიად გაახალისა „მასტერ-კლასის“ მონაწილეები და დარწმუნებულები ვართ, თქვენც გახალისდებით.
ოღონდ, ჩვენი რჩევაა, არ გაიმეოროთ იგივე.