საგარეჯოში მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს- დაკავებულია ერთი პირი

დაკავებულს  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა  საგარეჯოში 41 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის  განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა საგარეჯოში თავის ნაცნობი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  დაჭრა და შემთხვევის  ადგილიდან მიიმალა. 

დაპირისპირება მანქანის გასაჩერებელი ადგილისთვის: დაჭრილია 19 წლის ახალგაზრდა

„ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.