„ამაყი ვარ!“ - პრემიერი ბახტაძე ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

ბახტაძესთან შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ვერცხლის მედლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი და ბრინჯაოს მფლობელი ამირან პაპინაშვილი.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა, რომლებმაც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს.

„ამაყი ვარ!“ - პრემიერი ბახტაძე ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

ბახტაძესთან შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ვერცხლის მედლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი და ბრინჯაოს მფლობელი ამირან პაპინაშვილი.

„მქონდა შეხვედრა ჩვენს ძიუდოისტებთან, საქართველოს საამაყო სპორტსმენებთან, რომლებმაც ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გვასახელეს... ამაყი ვარ, რომ ასეთი სახელოვანი სპორტსმენები გვყავს. მთელი გულით ვუსურვებ მათ წარმატებას“, — დაწერა ბახტაძემ სოციალურ ქსელში.

პრემიერი განმარტავს, რომ ძიუდოისტებთან შეხვედრაზე ქართული სპორტის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატიუ ძიუდოში ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატში, თუშიშვილის გამარჯვების წყალობით, მესამე ადგილი დაიკავა გუნდურ ჩათვლაში სამხრეთ კორეისა და იაპონიის ნაკრებების შემდეგ.