კიშინიოვში მრავალსართულიან სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ქალისა და ბავშვის ცხედრები მე–14 სართულზე, ნანგრევებში იპოვეს. მესამე მსხვერპლი – მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 20–სართულიან საცხოვრებელ სახლში გუშინ, გვიან ღამით აფეთქება მოხდა, რასაც, ამჟამად არსებული მონაცემებით, სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია ორი ადამიანი – ქალისა და ბავშვის ცხედრები მე–14 სართულზე, ნანგრევებში იპოვეს. მესამე მსხვერპლი – 1941 წელს აბადებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, აფეთქების მიზეზი გაზის ბალონი გახდა – მისი ნამსხვრევები მე–16 სართულზე იპოვეს.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში მკურნალობს შვიდი ადამიანი, 15 – ევაკუირებულია. ისინი დროებით ასევე საავადმყოფოში არიან განთავსებული. მათ ფსიქოლოგები ეხმარებიან.