უსაყვარლესი დღესასწაული - თბილისობა

Sputnik

საქართველოს დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ, თუ როგორ აღნიშნავენ ქალაქის ქუჩებში დღესასწაულს

თბილისობაზე ძირითადი ღონისძიებები ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობს - რიყის პარკში, ვარდებისა და ევროპის მოედანზე, ასევე აბანოთუბანში, ლეღვთახევსა და დედა ენის პარკში.

1 / 18
თბილისობაზე ქალაქის ქუჩები მთლიანად შეიცვალა
2 / 18
ქალაქი საზეიმოდ ირთვება, რაც თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს განწყობას უმაღლებს
3 / 18
ტრადიციისამებრ, დღესასწაულზე ქალაქში ღია ცის ქვეშ წვავენ მწვადს და ამზადებენ სხვადასხვა ქართულ კერძებს
4 / 18
ქართული კერძების გასინჯვა ქუჩის კაფეებშია შესაძლებელი
5 / 18
დღესასწაულზე ისმევა ბევრი ღვინო - ქალაქის ცენტრში ყველგან შეიძლება ღვინის დაგემოვნება და შეძენა
6 / 18
თბილისობის დღეებში ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, რათა ფეხით სიარული უსაფრთხო იყოს
7 / 18
თბილისობაზე ტრადიციად იქცა ყვავილების გამოფენა - ეს ღონისძიება ყველას მოსწონს
8 / 18
თბილისობაზე უამრავი ყვავილი წარმოადგინა ზურაბ შევარდნაძის "გარდენიამ", სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ზრდიან
9 / 18
თბილისობაზე შესაძლებელია ქართული სუვენირებისა და ნატურალური პროდუქტების შეძენა
10 / 18
ცხენების პატრონი დღესასწაულის სტუმრებს თბილისის ქუჩებში ჯირითს სთავაზობენ
11 / 18
თბილისობაზე ტრადიციად დაინერგა რეტრო-მანქანების მეტეხის ხიდზე გამოფენა
12 / 18
თბილისობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია როგორც თბილისელებისათვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის
13 / 18
ტურისტების უმეტესობა საქართველოს დედაქალაქს თბილისობაზე სტუმრობს
14 / 18
თბილისობის დღეებში ქალაქში ქართული კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებაა
15 / 18
ღონისძიებაზე ყველას ღიმილით ეგებებიან, რათა სტუმრებს სახალისო და კარგი განწყობა შეუნარჩუნდეთ
16 / 18
თბილისობაზე ასევე შესაძლებელია მწვადის შეწვის მასტერ-კლასების გავლა
17 / 18
შეიძლება ქალაქის ლამაზი ხედებით ტკბობაც
18 / 18
შაბათს თბილისში ნათელი და მზიანი ამინდი იყო, რამაც დღესასწაულს მეტი ხალისი შესძინა