ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი China Open–ის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ითამაშებს
Sputnik

თბილისი,  6 ოქტომბერი  – Sputnik.  საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (34-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო ტურნირში АТР 500-ის სერიიდან პეკინში China Open–ის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილი ედმუნდი (16) ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1,40 საათი გაგრძელდა. 

ქართველი ჩოგბურთელი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

პირველი პარტია თანაბარი ძალებით წარიმართა, მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის ჩაწოდება თითო–თითოჯერ აიღეს და გამარჯვებული ტაი–ბრეიკზე გამოვლინდა, სადაც ბასილაშვილმა ანგარიშით 8:6 გაიმარჯვა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა უპირატესობა გამოავლინა, მან ორჯერ შეძლო ბრეიკის გაკეთება და საკუთარი კარიერის განმავლობაში პირველად ითამაშებს China Open–ის ფინალში. 

გამარჯვებამ ბასილაშვილს  300 რეიტინგული ქულა და  საპრიზო 360 ათასი დოლარი მოუტანა.

ტურნირზე გასამარჯვებლად ბასილაშვილი არგენტინელ ხუან–მარტიმ დელ–პოტრო (4) შეხვდება. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მანამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ – 2017 წელს პეკინში არგენტინელმა ბასილაშვილი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილია და დელ–პოტროს მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

China Open–ის გამარჯვებული 500 რეიტინგულ ქულას და საპრიზო 750 ათას დოლარს მიიღებს.